среда, 20 ноября 2019 г.

დაწყებითი განათლების მიზნები

1.    დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევბის გამოსამუშავებლად;  
ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;
გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები  და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას   მომავალში  დასჭირდება.
2. პირველ კლასში:
ა) საგაკვეთილო პროცესში გამოყენებულ უნდა იქნეს განმავითარებელი, დიდაქტიკური თამაშები;
ბ) გაკვეთილის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ, სასურველია დრო დაეთმოს ფიზიკურ აქტივობებს  (3-5 წუთი);
გ) რეკომენდებულია გაკვეთილი მიმდინარეობდეს აქტიური და პასიური აქტივობების მონაცვლეობით (მაგ., საკითხავ დავალებას მოჰყვეს ხატვა ან როლური თამაში);
დ) შესაძლებლობის ფარგლებში, რეკომენდებულია, საკლასო გარემო დაიყოს რამდენიმე ნაწილად, რომელთაგან მინიმუმ ერთი დასვენებასა და თავისუფალ აქტივობას დაეთმობა.

Комментариев нет:

Отправить комментарий