ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების
გამოსამუშავებლად;
ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და
სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;
გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად;
იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება.
2.
პირველ კლასში:
ა) საგაკვეთილო პროცესში გამოყენებულ უნდა იქნეს
განმავითარებელი, დიდაქტიკური თამაშები;
ბ) გაკვეთილის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ, სასურველია
დრო დაეთმოს ფიზიკურ აქტივობებს (3-5 წუთი);
გ) რეკომენდებულია გაკვეთილი მიმდინარეობდეს აქტიური
და პასიური აქტივობების მონაცვლეობით (მაგ., საკითხავ დავალებას მოჰყვეს ხატვა ან როლური
თამაში);
დ) შესაძლებლობის ფარგლებში, რეკომენდებულია,
საკლასო გარემო დაიყოს რამდენიმე ნაწილად, რომელთაგან მინიმუმ ერთი დასვენებასა და
თავისუფალ აქტივობას დაეთმობა.